საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა შუა დერეფნის შესაძლებლობები სარკინიგზო ადმინისტრაციების ხელმძღვანელებთან ერთად ანკარაში განიხილა

საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა შუა დერეფნის შესაძლებლობები სარკინიგზო ადმინისტრაციების ხელმძღვანელებთან ერთად ანკარაში განიხილა

საქართველოს რკინიგზის დელეგაციამ, გენერალური დირექტორის დავით ფერაძის ხელმძღვანელობით ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანზიტო მარშრუტის Middle Corridor-ის სამუშაო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
მხარეებს შორის აუდიენცია თურქეთის დედაქალაქში გაიმართა. საქართველოს რკინიგზასთან ერთად შეხვედრებში თურქეთის, ყაზახეთისა და აზერბაიჯანის სარკინიგზო და საზღვაო/სანაოსნო კომპანიების ხელმძღვანელი პირები მონაწილეობდნენ.

შეხვედრა თურქეთის რესპუბლიკის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ადილ კარაისმაილოღლუმ გახსნა. მინისტრმა ხაზგაზმით აღნიშნა, რომ მსოფლიოში შექმნილი გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, მოთხოვნა ჩინეთისა და ევროპის დამაკავშირებელ შუა დერეფანზე საკმაოდ დიდია. მან ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანზიტო მარშრუტის (TMTM) მონაწილე მხარეებს კოორდინირებული მუშაობისკენ მოუწოდა და მზარდი მოცულობების შეუფერხებელი მომსახურებისთვის თურქეთის მხრიდან სრული მხარდაჭერა გამოთქვა.
მოლაპარაკების დასრულების შემდეგ, მხარეებმა 2022 წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცეს. დოკუმენტი ახალი სატრანზიტო ტვირთების მომსახურების გარდა, შუა დერეფნის ცნობადობისა და სანდოობის ამაღლების მიზნით გასატარებელ მარკეტინგულ და სხვა ღონისძიებებსაც ითვალისწინებს.

მსგავსი სიახლეები

რეფორმა გაზის სექტორში – მზადაა თუ არა ქვეყანა გაზის ბირჟის გახსნისთვის?

რეფორმა გაზის სექტორში – მზადაა თუ არა ქვეყანა გაზის…

ენერგეტიკული ბირჟის გახსნის შემდეგ, საქართველოს ანალოგიური პლატფორმის ამოქმედება გაზის სექტორშიც მოუწევს. ეს იმ ვალდებულების ნაწილია, რომელიც საქართველომ ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანებით…
სახელმწიფო ტაბახმელაში ქონებას 1 225 000 ლარად ყიდის

სახელმწიფო ტაბახმელაში ქონებას 1 225 000 ლარად ყიდის

სახელმწიფო ტაბახმელაში ქონებას ელექტრონულ აუქციონზე 1 225 000 ლარად ყიდის. ქონების ეროვნულმა სააგენტომ სოფელ ტაბახმელაში 5 834 კვ.მ.-ის ფართობის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების…
სექტემბერში ფულადი გზავნილები 1%-ით შემცირდა

სექტემბერში ფულადი გზავნილები 1%-ით შემცირდა

2024 წლის სექტემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 283.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 1.1%-ით (3.0 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია…